18:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-08 12:57:46, 734 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი ჯარისკაცების გერმანიიდან უნგრეთში გადაყვანას განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი ჯარისკაცების გერმანიიდან უნგრეთში გადაყვანას განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი თეთრ სახლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გერმანიიდან დაახლოებით 35 000 ამერიკელი ჯარისკაცის გადაყვანას განიხილავს.

„ტრამპი გაბრაზებულია იმის გამო, რომ ისინი [ევროპა], როგორც ჩანს, კვლავ ომის გაგრძელებას მოითხოვენ“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული განცხადების გაკეთება მოსალოდნელი არ არის.

„აშშ-ს არმია ჯარისკაცების მთელ მსოფლიოში გადაჯგუფებას ყოველთვის განიხილავს, რათა ჩვენს ინტერესების წინაშე არსებულ საფრთხეებს საუკეთესოდ ვუპასუხოთ“, - განაცხადა ჰიუზმა.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ს ფარგლებს გარეთ 160 000 ამერიკელი სამხედროა განლაგებული, მათი დიდი ნაწილი კი გერმანიაშია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics