|
2025-03-06 15:51:26, 1082 ნახვა
ომი უკრაინაში
ტიმოშენკო და პოროშენკო ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ომის დასრულებამდე არჩევნების შესაძლებლობას გამორიცხავენ
უკრაინული პარტიის, „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ეხმაურებიან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ. „უკრაინა, და ამის შესახებ მკაფიოდ განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც, მზად არის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ხელმძღვანელობით. „ბატკივშინის“ გუნდი მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩვენს ყველა მოკავშირესთან, რომლებსაც შეუძლიათ სამართლიანი მშვიდობის სწრაფ უზრუნველყოფაში დახმარება“, – დაწერა „ბატკივშინის“ ლიდერმა „ფეისბუქში“ და აღნიშნა, რომ მანამდე უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე საუბარიც შეუძლებელია. თავის მხრივ, „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერმა, პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ მისი პოლიტიკური ძალა საჯაროდ და გამჭვირვალედ მუშაობს ამერიკელ პარტნიორებთან და მათი მიზანია უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნება. „არაერთხელ შევთავაზეთ ხელისუფლებას ამ შეხვედრების კოორდინირება, მათზე ელჩის მიწვევის ჩათვლით. ჩვენ ასევე არაერთხელ საჯაროდ გვითქვამს სახელისუფლო გუნდის ამერიკულ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის არარსებობის შესახებ, რაც ქმნის რისკს სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა პოროშენკომ. ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების არსი ორ მთავარ პრინციპს ეყრდნობოდა – უსაფრთხოებასა და მშვიდობას ძალის საშუალებით, რაც გულისხმობს შეიარაღებას, დაზვერვას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ფინანსურ მხარდაჭერას, დემოკრატიულ მედეგობას, ტრანსატლანტიკურ ერთიანობას. „ჩვენი გუნდი ყოველთვის იყო და არის კატეგორიული წინააღმდეგი ომის დროს არჩევნების ჩატარების, ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც ჯარისთვის განკუთვნილი ფულით ცდილობს ამომრჩეველთა ხმების ყიდვას, ასევე არაკონსტიტუციური და სასამართლოს გარეშე სანქციებით პოლიტიკურ ოპონენტებს იშორებს, რაც არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და არჩევნებისთვის მზადების სცენარი. ჩვენ ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ არჩევნები შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტის და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ამის შემდეგ, ცხადია, საომარი მდგომარეობა დასრულდება და არაუგვიანეს 180 დღის ვადაში ქვეყანამ უნდა ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ნებას და თავისუფალი მსოფლიოს ნდობას“, – აღნიშნავს პოროშენკო. მანამდე გამოცემა „პოლიტიკომ“ დაწერა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინული ოპოზიციის წევრებთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის გუნდის ოთხი წევრი იულია ტიმოშენკოსა და პეტრო პოროშენკოს გუნდების წევრებს შეხვდა.
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)