19:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-06 14:07:20, 519 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთი უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას აგრძელებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

საფრანგეთი უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას აგრძელებს, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.

„ჩვენი დაზვერვა სუვერენულია, ჩვენი საკუთარი შესაძლებლობებით. ჩვენ ამას უკრაინელებს ვუზიარებთ“, - განაცხადა სებასტიან ლეკორნუმ.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება „გუშინდელი დღის შემდეგ შეჩერებულია“.

„ვფიქრობ, ჩვენი ბრიტანელი მეგობრებისთვის, რომლებიც აშშ-სთან სადაზვერვო საზოგადოებაში არიან, ეს ბევრად უფრო რთულია“, - აღნიშნა ლეკორნუმ.

ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკილფმა დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეუჩერა და დაწესებული პაუზის სწრაფად გაუქმების იმედი გამოთქვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics