19:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 20:30:16, 612 ნახვა

მსოფლიო
რუმინეთი ორ რუსს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

რუმინეთი პერსონა ნონ გრატად აცხადებს და ქვეყნიდან აძევებს ორ რუს დიპლომატს. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ რუმინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშეს, ისევე როგორც მისი მოადგილის, პერსონა ნონ გრატად გამოცხადება რუმინეთის ტერიტორიაზე, ქმედებების განხორციელებისთვის, რომლებიც 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს ეწინააღმდეგება”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ინფორმაცია უკვე გადაეცა ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, რომელიც რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ემილ ჰურეზეანუს მოთხოვნით დაიბარეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics