19:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-01 10:48:45, 482 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

კირ სტარმერი დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ცნობით, კირ სტარმერი უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ ტელეფონით ესაუბრა.

„პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა. ის უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ინარჩუნებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე დამყარებული ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა იპოვოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მიწვევით, ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას ლონდონში ჩავა, სადაც ევროპელი ლიდერების სამიტი გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics