20:00 - 28 May, 2026
|
2025-02-27 14:28:20, 625 ნახვა
მსოფლიო
ჯინ ჰეკმენი, მეუღლესთან ერთად, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი, მეუღლესთან ერთად, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Variety-ი ავრცელებს. Variety-ის ცნობით, ორგზის ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მეუღლე, პიანისტი ბეტსი არაკავა ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ სანტა ფეში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ასევე, მკვდარი იპოვეს მათი ძაღლიც. „გვჯერა, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, თუმცა მათი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია“, - განაცხადეს სანტა ფეს ოლქის შერიფის ოფისში. ჯინ ჰეკმენი 95 წლის, ხოლო მისი მეუღლე, ბეტსი არაკავა 63 წლის იყო. ჯინ ჰეკმენმა კარიერის განმავლობაში „ოსკარი“ ორჯერ, 1972 და 1993 წლებში მოიპოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)