20:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 08:49:11, 377 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, დღეს კიევში 13 ქვეყნის ლიდერები ჩავლენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით 24 თებერვალს, კიევში 13 ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან. ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორშაბათს კიევში სამიტი გაიმართება, რომელშიც ევროპელი ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.

„ჩვენ გვეყოლება 13 ლიდერი „ოფლაინში“ და 24 ლიდერი ონლაინ. ევროკავშირის ხელმძღვანელობა იქნება აქ, კიევში, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა იქნება აქ, ბევრი დელეგაცია... ჩვენი პლატფორმა "უკრაინა - სკანდინავია-ბალტიისპირეთი", ჩრდილოეთ ევროპის ლიდერები აქ იქნებიან", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მოხდება „მტკიცე გადაწყვეტილებების“ მიღება.

ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის სტრატეგიაზე, ასევე უსაფრთხოების გარანტიის ფორმატებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics