|
2025-02-23 22:54:00, 495 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა არჩევნებში დამარცხება აღიარა.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა არჩევნებში დამარცხება აღიარა. „ეს არის მწარე არჩევნების შედეგი სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის, ეს არის დამარცხება“, - თქვა მან და მხარდამჭერებს მიმართა. ამასთან, ოლაფ შოლცმა CDU/CSU ბლოკის ლიდერს ფრიდრიხ მერცს გამარჯვება მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ულტრამემარჯვენეებს ხელისუფლებაში მოსვლის უფლება არ უნდა მივცეთ. კვირას გერმანიაში ჩატარდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის უდიდესი სახელმწიფოს კურსს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ეგზიტპოლების მიხედვით, CDU/CSU ბლოკი ლიდერობს ხმების დაახლოებით 29%-ით, ხოლო ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) მეორე ადგილს იკავებს ისტორიულად მაღალი შედეგით (ხმების დაახლოებით 20%). მესამე ადგილზე მყოფი გერმანიის მემარცხენე-ცენტრისტულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ხმების 16% აქვს. ფოტო: ოლაფ შოლცი ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, 2025 წლის 23 თებერვალს. AP Photo/Ebrahim Noroozi
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)