|
2025-02-19 17:10:14, 1809 ნახვა
სხვადასხვა
რუსეთმა გამოიტანა პირველი განაჩენი ე.წ ექსტრემისტულ ლგბტ მოძრაობაში საქმიანობისთვის
კუზბასში პატიმარს სასჯელი მას შემდეგ გაუხანგრძლივეს, რაც მას რუსეთში ექსტრემისტად აღიარებული არარსებული „ლგბტ მოძრაობის“ რიგებში სხვა მსჯავრდებულების ჩართვაში დაადანაშაულეს. მედიაზონამ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება. ეს არის პირველი ცნობილი ნასამართლობა ლგბტ მუხლით. პატიმარი, რომლის ვინაობის გამჟღავნებაზეც გამოცემამ სასამართლოში უარი თქვა, სასჯელს ბავშვზე ძალადობისთვის იხდიდა. არ არის დაკონკრეტებული, როგორ არწმუნებდა ის მსჯავრდებულებს ლგბტ-ში მონაწილეობაზე. პატიმარს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პირველი ვადის გათვალისწინებით, მსჯავრდებული 15 წელიწადს გაატარებს მაქსიმალური უსაფრთხოების სასჯელაღსრულების კოლონიაში, სადაც ამჟამად იმყოფება. 2022 წლის დეკემბრიდან რუსეთში აკრძალულია ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერიზმის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება. ეს გულისხმობს ჯარიმებს 400 ათას რუბლამდე ფიზიკური პირებისთვის და ხუთ მილიონ რუბლამდე ორგანიზაციებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)