|
2025-02-19 10:55:51, 346 ნახვა
მსოფლიო
ჰამასი აცხადებს, რომ მზადაა, ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის სანაცვლოდ, ყველა დარჩენილი მძევალი გაათავისუფლოს
დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ეტაპის ფარგლებში, ღაზაში დარჩენილი ყველა მძევალი გაათავისუფლოს. ტელეკომპანია Al Jazeera-ს ინფორმაციით, ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „ჩვენ მზად ვართ მეორე ეტაპისთვის, რომლის დროსაც ტყვეების ერთბაშად გაცვლა მოხდება შეთანხმების ფარგლებში, რომელიც გამოიწვევს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას და ღაზადან ჯარების სრულ გაყვანას“, - აღნიშნულია „ჰამასის“ განცხადებაში. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა დაადასტურა, რომ კაიროში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს მოხდა შეთანხმების მიღწევა, რომლის თანახმადაც, „ჰამასი“ შაბათს ექვს მძევალს გაათავისუფლებს, ხუთშაბათს კი ისრაელს 4 მძევლის ცხედარს გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)