|
2025-02-16 15:44:44, 591 ნახვა
მსოფლიო
ოლაფ შოლცი - უკრაინელების გარეშე გამოსავალი არ იქნება - აუცილებელია ევროპელი ლიდერების ინტეგრირება გადაწყვეტილების მიღების პროცესში
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, გარკვევით განუცხადოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომ ევროპა და აშშ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, - ინფორმაციას Bloomberg- ავრცელებს. შოლცმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში უკრაინელების მონაწილეობის გარეშე გამოსავლის გამონახვა ვერ მოხერხდება. „დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელების გარეშე გამოსავალი არ იქნება. ცხადია, თუ ვინმეს სურს, რომ ევროპა სამომავლოდ იყოს ჩართული სამშვიდობო სტრუქტურებში, აუცილებელია ამის განხილვა ევროპასთან და ევროპელი ლიდერების ინტეგრირება გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - აღნიშნა შოლცმა. მისი მტკიცებით, ევროპის ქვეყნები ერთად უფრო მეტს ხარჯავენ უკრაინისთვის, ვიდრე აშშ. „ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ ყველამ ანგარიში გაგვიწიოს“, - აღნიშნა შოლცმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)