|
2016-03-08 18:41:24, 604 ნახვა
საზოგადოება
სამგორის გამგეობაში სარვამარტო ღონისძიება გაიმართა
სამგორის რაიონის გამგეობაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, რაიონში არსებული საჯარო სკოლების და ბაგა–ბაღების აღმზრდელებმა და აღსაზრდელებმა საესტრადო ნომრები და თეატრალური სანახაობა წარმოადგინეს. ქალბატონებს სადღესასწაულო თაიგულები დაურიგდათ, საგანგებოდ მოწყობილ გათამაშებაზე კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოედგილე ლია გიგაური, სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური, მაჟორიტარი დეპუტატები, ბაგა-ბაღებისა და საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები,აღმზრდელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიება სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გულიკო ამილიძის უშუალო ჩართულობით გაიმართა. გამგებელმა და მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას და ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი მიულოცეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)