02:12 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 22:03:28, 438 ნახვა

მსოფლიო
ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა გაუქმდეს

გამოცემა „Reuters“-ის ინფორმაციით, ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა გაუქმდეს.

როგორც მედია წერს, ისრაელის პრემიერმინისტრმა ჰამასს მძევლების დაბრუნებისთვის შაბათ დღის 12:00 საათამდე მისცა ვადა.

10 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ ტყვეობაში მყოფი ყველა მძევალი შაბათს შუადღემდე უნდა გამოუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჰამას-ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების წინადადებით გამოვა და "ჯოჯოხეთი დაიწყება".

"ვიტყოდი... და ნებას მივცემ... რადგან ეს ისრაელის გადასაწყვეტია, მაგრამ მე თუ მკითხავთ, თუ ყველა მძევალს არ დააბრუნებენ შაბათს 12:00 საათისთვის - ვფიქრობ, ეს მისაღები დროა - ვიტყოდი, გააუქმეთ შეთანხმება და მერე წესების გარეშეა, ჯოჯოხეთი დაიწყება". - თქვა ტრამპმა.

ამასთანავე, აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მძევლები ერთიანად უნდა გათავისუფლდნენ და არა ნაწილ-ნაწილ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics