|
2025-02-07 09:56:41, 435 ნახვა
მსოფლიო
ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობის შეუზღუდოს
ფინეთის მთავრობამ განსახილველად წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიზანია აკრძალოს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა იმ ქვეყნების მოქალაქეების მიერ, რომლებიც აწარმოებენ აგრესიულ ომს ან საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. „ინიციატივის მიზანია შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა“, - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა. მისი თქმით, რუსეთი კვლავ საფრთხეს უქმნის ევროპაში უსაფრთხოებას და მისი მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონება შეიძლება გამოყენებულ იქნას „მტრული გავლენის განსახორციელებლად“. ადგილობრივი მედია წერს, რომ ფინეთში დიდი ხანია საკამათოა უძრავი ქონების გარიგებები რუსების მონაწილეობით. გასულ წელს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაბლოკა რამდენიმე ასეთი გარიგება მყიდველების რუსეთთან კავშირების მოტივით. ამჟამად განიხილება ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების საფუძველზე რუსებისთვის უკვე მიყიდული უძრავი ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)