17:06 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 09:48:01, 1085 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკის მონაცემებით, რუსეთთან ომში დაღუპულია 45 100 უკრაინელი მებრძოლი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა რუსეთთან ომში დაღუპული უკრაინელი მებრძოლების ახალი რიცხვი, რომელიც მისივე მტკიცებით, თითქმის რვაჯერ ნაკლებია რუსეთის არმიის დანაკარგზე.

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში, რომელიც 4 თებერვალს, ღამით YouTube-ზე გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა 45 100 და დაიჭრა დაახლოებით 390 000 უკრაინელი მებრძოლი, დაკარგულად მიჩნეულების და დატყვევებულების რიცხვი კი დაზუსტებული არ არის.

რაც შეეხება რუსეთის არმიის დანაკარგებს, ზელენსკის თანახმად, მოკლულია დაახლოებით 350 000 სამხედრო, დაჭრილია 600 000-700 000 და დაკარგულად ითვლება 50 000-70 000.

ეს მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმებული არ არის. უკრაინა და რუსეთი რეგულარულად არ აქვეყნებენ ინფორმაციას თავისი დანაკარგების შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics