|
2025-02-05 08:48:57, 563 ნახვა
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს - თქვენ ყველაზე დიდი მეგობარი ხართ, ვინც კი ისრაელს ოდესმე თეთრ სახლში ჰყოლია
თქვენ ყველაზე დიდი მეგობარი ხართ, ვინც კი ისრაელს ოდესმე თეთრ სახლში ჰყოლია, - ასე მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ოვალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ჩამოთვალა ის ზომები, რაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის მეორე ვადით დაკავების შემდეგ განახორციელა, მათ შორის პალესტინის დახმარების სააგენტოსთან, UNRWA-თან დაკავშირებული აღმასრულებელი ბრძანებების ხელმოწერა და ირანზე მაქსიმალური ზეწოლის კამპანიის გაგრძელება. "ეს ყველაფერი სულ რაღაც ორ კვირაში. შეგიძლიათ, წარმოგიდგენიათ სად ვიქნებით ოთხ წელიწადში? მე შემიძლია და ვიცი, რომ თქვენც შეგიძლიათ, ბატონო პრეზიდენტო“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. დონალდ ტრამპის კომენტართან დაკავშირებით, რომ შეერთებულმა შტატებმა ღაზას სექტორზე კონტროლი უნდა დააწესოს, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს არის იდეა, რომელიც „ყურადღების მიქცევის ღირსია“. მისი თქმით, ისრაელი ორიენტირებულია იმაზე, რომ ტერიტორია აღარ იყოს საფრთხე მათი ქვეყნისთვის. „პრეზიდენტი ტრამპი განსხვავებულ მომავალს ხედავს ღაზასთვის. ვფიქრობ, ეს არის რაღაც, რამაც შეიძლება ისტორია შეცვალოს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)