|
2016-03-07 14:06:39, 651 ნახვა
საზოგადოება
„მაესტროს“ ჟურნალისტები ლევან გაჩეჩილაძის განკარგულებების შესრულებას არ აპირებენ
სადაო 25%-ის ირგვლივ სასამართლო დავის დასრულებამდე, ლევან გაჩეჩილაძის განკარგულებების შესრულებას არ ვგეგმავთ, – ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტების განცხადებაშია აღნიშნული. ისინი იმედოვნებენ, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არხის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის. "გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: ვრჩებით ტელეკომპანია "მაესტროზე", ვაგრძელებთ იმ მენეჯმენტთან მუშაობას, რომელიც ჩვენთვის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო და არის. ამასთან, სადაო 25 პროცენტის ირგვლივ სასამართლო დავის დასრულებამდე, არ ვგეგმავთ შპს "სტუდია მაესტროს" რეგისტრირებული დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის, განკარგულებების შესრულებას. ვიმედოვნებთ, "მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხელს არ შეუშლის არხის ფუნქციონირებას და არ აისახება ჟურნალისტების სამუშაო პროცესზე", - ნათქვამია "მაესტროს" ჟურნალისტების განცხადებაში. ცნობისთვის, ლევან გაჩეჩილაძე საჯარო რეესტრმა „სტუდია მაესტროს“ დირექტორად დაარეგისტრირა. ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)