|
2025-01-31 14:07:33, 533 ნახვა
მსოფლიო
CBS News - ტრამპის ადმინისტრაცია FBI-ის მაღალჩინოსნებს თანამდებობებიდან გადადგომას ან პენსიაზე გასვლას სთხოვს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „ეფბიაის“ მაღალჩინოსნებს თანამდებობებიდან გადადგომას ან პენსიაზე გასვლას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია „ეფბიაის“ მაღალჩინოსნებზე, მათ შორის ზოგიერთი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა, ასევე არიან ეროვნული უსაფრთხოების, კრიმინალური და კიბერსაკითხებზე პასუხისმგებელი პირები. მაღალჩინოსანთა გათავისუფლებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უწყების ხელმძღვანელის პოსტზე დასახელებულმა კანდიდატმა, კეშ პატელმა სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე მოსმენაზე ჩვენება მისცა. „არასდროს გავაკეთებ რაიმე არაკონსტიტუციურს ან უკანონოს, არც არასდროს გამიკეთებია,“ – განაცხადა კეშ პატელმა და დასძინა, რომ „ყოველთვის დაემორჩილება კანონს“. CBS News – ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ მსგავსი მოთხოვნები გასულ კვირას იუსტიციის დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიმინალური განყოფილების თანამდებობის პირებს წაუყენა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)