|
2025-01-30 14:50:53, 437 ნახვა
მსოფლიო
ბელგრადიდან ასეულობით სტუდენტმა დაიწყო საპროტესტო მსვლელობა ნოვი-სადის მიმართულებით
ლოზუნგით" ერთი ნაბიჯი სამართლიანობისკენ", სტუდენტებმა, რომლებსაც ბლოკირებული აქვთ ბელგრადის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი, 30 იანვარს საპროტესტო მსვლელობა წამოიწყეს ნოვი-სადის მიმართულებით. რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით, საწყისი პუნქტი, საიდანაც ბლოკირებაში მონაწილე ბელგრადელი სტუდენტები ნოვი-სადისკენ დაიძრნენ, არის ბელგრადის დრამატული ხელოვნების ფაკულტეტი. მათი მარში 1 თებერვალს ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის წინ დასრუდება. სტუდენტები ნოვი-სადისკენ საკუთარი ფეხით, ტრანსპარანტებით, ზურგჩანთებითა და საძილე ტომრებით მიემართებიან სამოცდაათ კილომეტრზე მეტი მანძილის გავლის შემდეგ 1 თებერვალს ბელგრადიდან დაძრული სტუდენტები შეუერთდებიან ნოვი-სადის სტუდენტებს და მათთან ერთად გადაკეტავენ ქალაქში მდებარე სამ ხიდს. სტუდენტები ნოვი-სადისკენ საკუთარი ფეხით, ტრანსპარანტებით, ზურგჩანთებითა და საძილე ტომრებით მიემართებიან. სერბეთის პოლიცია არეგულირებს და აკონტროლებს გზაზე ტრანსპორტის, ასევე სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანების მოძრაობას. მასობრივი საპროტესტო გამოსვლები სერბეთში უკვე ორი თვეა გრძელდება. დემონსტრაციები დაიწყო ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. 28 იანვარს სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლების ფონზე სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)