|
2025-01-29 13:59:37, 417 ნახვა
მსოფლიო
იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ სასამართლო გამოძიება დაიწყო
იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ სასამართლო გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ მელონიმ თავად დაადასტურა ვიდეომიმართვაში. გამოძიება უკავშირდება ლიბიელი პოლიციის ოფიცრის, უსამა ელმასრი ნაიემის გათავისუფლებას, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ იყო ძებნილი. ნაიემი იტალიის ქალაქ ტურინში შაბათს დააპატიმრეს, ხოლო რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. Politico-ს ინფორმაციით, ნაიემი ტურინში იუვენტუსის საფეხბურთო კლუბის მატჩზე დასასწრებად იყო ჩასული. მოგვიანებით ICC-მ იტალიის იტალიის ხელისუფლებამსგან ახსნაგანმარტება მოითხოვა, რადგან მათი თქმით, ნაიემის გათავისუფლება არ იყო მათთან შეთანხმებული. ICC ოფიცერს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ მძიმე დანაშაულებში, მათ შორის, მკვლელობაში, წამებაში და გაუპატიურებაში ადანაშაულებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მელონი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიებას რომის მთავარი პროკურორი, ფრანჩესკო ლე ვოი აწარმოებს. მისივე თქმით, მას ეჭვმიტანილად მიიჩნევენ დანაშაულის ხელშეწყობაში და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში. მელონის განცხადებით, ICC-ის მიერ გაცემული დაკავების ორდერი იტალიის სასამართლოს არ უღიარებია, და ის მემარცხენე შეთქმულების სამიზნე გახდა.
ამასთან, მელონის თქმით, გამოძიება ასევე დაიწყო იტალიის იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და დაზვერვის საკითხებში კაბინეტის მდივნის მიმართაც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)