00:49 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 11:58:49, 1542 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი და არასამთავრობოები დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით ითანამშრომლებენ

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და ახლად დაფუძნებულმა კოალიცია „თანასწორობისთვის“ დისკრიმინაცის აღმოფხვრის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მემორანდუმის მიზანია, დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა იყოს.
„მნიშვნელოვანია,  ადგილობრივმა არასამთავრობოებმა, საერთაშრისო ორგანიზაციებმა,  სახალხო დამცველმა  და ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებმა ძალისხმევა გავაერთიანოთ, რათა დისკრიმინაციის ფარგლების იდენტიფიცირების შესახებ, უფრო აქტიური თანამშრომლობა მოხდეს.  ჩვენ,  გარდა იმისა,  რომ  მემორანდუმს ხელს მოვაწერთ,  ასევე ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, ამ მხრივ რაღაც დასკვნების გაკეთება შეიძლება. ჩვენ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ ერთობლივად გავაგრძელებთ მუშაობას.“,-განაცხადა ნანუაშვილმა.
ცნობისთვის, კოალიცია თანასწორობისთვის წევრები არიან: ახალგაზდრა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების და სწავლების ცენტრი,“საფარი“ , კონსტიტუციის 42 მუხლი და იდენტობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics