14:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 11:40:40, 464 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები და პოლიტიკოსების ხმოვანი შეტყობინებებია ჩართული

მოქალაქეების ინფორმაციით, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში) ჩართულია აუდიოჩანაწერი, რომელსაც ვერ თიშავენ. 

აუდიო ჩანაწერში ისმის ზვიად გამსახურდიას სიტყვები: „9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!"

გარდა ამისა, ზურაბ ჟვანიას შემდეგი სიტყვები: “ მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

ჩანაწერში ასევე ისმის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხმაც, სადაც ის თანხებთან დაკავშირებით საუბრობს.

ამასთან, გავრცელებულ ჩანაწერში ისმის მიხეილ ყაველაშვილის უცენზურო განცხადება, რომელიც მან ე.წ. რუსული საქმის კეთებასთან დაკავშირებით პარლამენტის ტრიბუნიდან 2022 წელს გააკეთა.

მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ჰაკერული შეტევა მოხდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics