13:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 12:00:56, 531 ნახვა

სამართალი
პიროტექნიკის გამოყენების ბრალდებით დაკავებული გიორგი მინდაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნინო თარაშვილმა პოლიციელისთვის პიროტექნიკის სროლის ბრალდებით დაკავებული გიორგი მინდაძე პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიება დღეს 20 იანვარს წინასასამართლო სხდომაზე გადაისინჯა.

მოსამართლემ თქვა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ხედავს, რადგან გიორგი მინდაძე წარსულში ორჯერაა ნასამართლევი - პირველად საკუთრების წინააღმდეგი მიმართული დანაშაულისთვის, მეორედ ნარკოტიკებისთვის. ის ახლა პირობით მსჯავრის ქვეშაა.

სხვა დეტალები მოსამართლეს არ დაუზუსტებია. ამასთან თქვა, რომ ვერ ხედავს მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეს.

გიორგი მინდაძის ადვოკატი ვახტანგ მთიულიშვილი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.

საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს 11:00-ზე დაიწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics