14:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 19:54:33, 596 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულო არქივიდან სოლიდარობის ნიშნად იურისტებმა, ფსიქოლოგებმა, მასწავლებლებმა და ჟურნალისტებმა მსვლელობა გამართეს - ვიდეო

იურისტები, ფსიქოლოგები, მასწავლებლები და ჟურნალისტები სოლიდარობას უცხადებენ რეჟიმის ტყვეებს და ეროვნული არქივის მიმდებარე ტერიტორიიდან, მსვლელობით ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლებენ, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეები რეჟიმის ქმედებებს „შიშზე დაფუძნებულად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხალხის გაჩუმებისა და დაშინებისთვის ყველა ღონე იხმარა.

„რეჟიმის ქმედებები მიანიშნებს შიშზე, მაგრამ ეს შიში ჩვენი კი არა, თავად რეჟიმის შიშია,“ – განაცხადა აქციის მონაწილემ.

მათი თქმით, ახალი ქართული საზოგადოება შიშისა და ტერორის დაძლევით გაერთიანდა:

„მინდა, ვუთხრა რუსეთის მარიონეტ ხელისუფლებას – ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს! ჩვენს უკან ჩვენი მშობლები და შვილები დგანან და ჩვენ ვიბრძოლებთ!“

აქციის მონაწილეები ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გამოდიან და მედიაზე განხორციელებულ ზეწოლას აპროტესტებენ:

„როცა ჟურნალისტს გამოკეტავ გისოსებს მიღმა, აპატიმრებ სიტყვას. რუსული ‘ოცნების’ მომხრეებო, შემდეგ თქვენი სიტყვაც იქნება გისოსებში გამოკეტილი. გამოფხიზლდით!“

მარშის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ პოლიტპატიმრებს და დაკავებულ ჟურნალისტებს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვან ხალხის ჩახშობაზე და ქვეყანას დემოკრატიული განვითარების საშუალება მისცენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics