|
2016-03-04 16:15:16, 1158 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ბევრი ევროპული ქვეყანა ინატრებდა ისეთ გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობას, როგორიც საქართველო აქვს
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, ენერგორესურსების დივერსიფიკაციის პრობლემა არ დგას. როგორც კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მსგავს გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობას ბევრი ევროპული ქვეყანა ინატრებდა. კალაძის განმარტებით, საქართველოს ბუნებრივი აირის მოწოდების სამი საშუალება აქვს. ესაა: კომპანია „სოკარი“, თავისი მილსადენით, ე.წ. ყაზახით, შაჰდენიზიდან მიღებული ბუნებრივი აირი და გაზპრომი, ანუ ტრანზიტის საფასურად მიღებული ბუნებრივი აირი: „ენერგორესურსების დივერსიფიკაციის პრობლემა არ დგას. საქართველო დივერსიფიცირებულია, მე ვფიქრობ, ალბათ, ბევრი ევროპული ქვეყანა ინატრებდა ისეთ გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობას და ისეთ პრიორიტეტულ პოზიციაში ყოფნას, როგორც დღეს საქართველოა. ჩვენ გვაქვს დღეს ბუნებრივი აირის მოწოდების სამი საშუალება. ეს არის აზერბაიჯანი, კომპანია „სოკარი“, თავისი მილსადენით, ე.წ. ყაზახით არის შაჰდენიზიდან მიღებული ბუნებრივი აირი და გაზპრომი ანუ ტრანზიტის საფასურად მიღებული ბუნებრივი აირი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)