|
2016-03-03 10:58:47, 600 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში წყლის მილის დაზიანების შედეგად მიყენებულ ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს
დიდ დიღომში წყლის მილის დაზიანების გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანია განახორციელებს, - ამის შესახებ დიდ დიღომში ავარიის ადგილზე Georgian Water & Power-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს. ტერიტორიაზე გამგეობის წევრები უკვე მივიდნენ. მომხდარი ავარიის გამო ამჟამად ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. როგორც წყლის კომპანიაში აცხადებენ, ავარიის ადგილზე სამუშაოები 2 საათში დასრულდება, რის შემდეგაც აბონენტების ეტაპობრივად ჩართვა დაიწყება. პროცესი 4 საათამდე უნდა იყოს დასრულებული. შეგახსენებთ, რომ ჰიპერმარკეტ GOODWILL-თან წყლის მილი გამთენიისას გასკდა. წნევა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ წყალმა მიწიდან 12 მეტრის სიმაღლეზე ამოხეთქა და ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსები დატბორა. დაზიანებულია დაახლოებით 10 ავტომობილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)