|
2016-03-02 19:15:13, 628 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტრო ყოველთვიურად ქირას - 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში გადაიხდის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჭოველიძის ქუჩა მდებარე შენობისთვის, სადაც უწყების დროებით განთავსება იგეგმება, ყოველთვიურად ქირას - 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში გადაიხდის. როგორც „ექსპრესნიუსს“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, უწყებამ თბილისში, ჭოველიძის ქუჩა 10-ში მდებარე შენობა შპს „ბიზნეს ცენტრი ბელინსკისგან“ 2016 წლის ბოლომდე იქირავა. „შენობა, სადაც დროებით გადავდივართ, 7 500 კვ.მ-ია და ეს ფართი უსათუოდ გვჭირდებოდა სამინისტროსთვის. თქვენ გახსოვთ, რომ ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ჩვენი შენობა გასულ წელს აუქციონზე 6 მილიონ დოლარად გამოვიტანეთ და 9 მლნ. 500 ათას დოლარად გავყიდეთ. ობიექტურად უნდა ვთქვა და მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორს, რომელმაც ჩვენივე თხოვნით, გათვალისწინებულ ვადაზე 3 თვით მეტხანს გაგვაჩერა ამ შენობაში. ჭოველიძის ქუჩაზე ნაქირავებ შენობაში ეკონომიკის სამინისტრო 1 აპრილიდან გადავა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიასთან საუბრისას. სამინისტროს ცნობით, შენობა სრულად უზრუნველყოფილია სამუშაო პროცესისთვის საჭირო ავეჯით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და პარკინგით. სამომავლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ახალი შენობის აშენება იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)