|
2016-03-02 15:22:16, 503 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ჟესტური ენის სწავლების პროექტს აფინანსებს
თბილისის მერიამ,ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალგაზრდა თარჯიმან დაქტილოლოგების მომზადების პროექტი დააფინანსა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის მერიამ და „ყრუთა კავშირმა“ ჟესტური ენის ახალგაზრდა თარჯიმნების სწავლება-დასაქმების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. მერიის ცნობით, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და „ყრუთა კავშირის“ თავმჯდომარემ ამირან ბატატუნაშვილმა. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო თბილისის საკრებულოს წევრი, მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებლი მდივანი რატი იონათამიშვილი. გელა ჩივიაშვილის განცხადებით, 18 ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადებით მერია ჟესტური ენის ინსტიტუტის გაძლიერებას და ახალგაზრდა კადრების მომზადებას უწყობს ხელს. „ახალგაზრდებს ამ პროფესიის დასაუფლებლად დავაინტერესებთ, რათა მომავალში ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაბამისი მომსახურება გაუწიონ.ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის. მერიამ მსგავსი ხელშეკრულება გასულ წელსაც გააფორმა და მომავალშიც გააგრძელებსამ თემის წარმომადგენელთა მხარდაჭერას“, - აღნიშნა გელა ჩივიაშვილმა. 18 ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადება-დასაქმების პროექტის ბიუჯეტი 19 800 ლარია. პროექტი თბილისის მერიისჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)