|
2016-03-02 15:18:33, 349 ნახვა
პოლიტიკა
რატიანი: ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მასსა და რუსეთს შორის ქართველი ხალხი დგას
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სერგო რატიანმა მოსახლეობას პარლამენტიდან მიმართა და 6 მარტს დაგეგმილი „გაზპრომის“ წინააღმდეგ აქციაში ჩართვისკენ მოუწოდა. რატიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მავნებლური ქმედება ხალხმა უნდა შეაჩეროს. „გუშინ ენერგეტიკის მინისტრა კვლავ გააკეთა შეუსაბამო განცხადება, როცა თქვა, რომ გაზპრომთან მოლაპარაკება გრძელდებადადა ალბათ ამ დღეებში ის ქვეყნის საკეთილდღეოდ დასრულდება. მესმის, რომ მთავრობა შეშფოთებულია 6 მარტს დაგეგმილი აქციით, მაგრამ განცხადებები ნათელი მომავლის შესახებ, არ მიიღება. ჩვენ ვნახეთ, რომ მთავრობა და კალაძე გვატყუებენ, როცა ამბობენ, რომ დივერსიფიკაციასთან გვაქვს საქმე; რომ აზერბაიჯანს არ აქვს ჭარბი გაზი რათა მოგვაწოდონ.ამდენმა ტყუილმა სახიფათო ზღვრამდე მიგვიყვანა, რითაც თითოეული ოჯახის კეთილდღეობას მიადგა ზიანი. სწორედ ამ ვითარებაში, აუცილებელია საზოგადოებამ გააპროტესტოს და 6 მარტს 2 სათზე ჩაერთოს აქციაში, სიმბოლურ ცოცხალ ჯაჭვში, რომელიც კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე მოეწყოა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ სააქართველოს ხელისუფლების მავნებლური ქმედება. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მასსა და რუსეთს შორის ქართველი ხალხი დგას“,-განაცხადა სერგო რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)