16:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-23 10:10:07, 380 ნახვა

საზოგადოება
ლაგოდეხის სარწყავ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

„საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ქალაქ ლაგოდეხში, მაგისტრალური სარწყავი არხის, დაახლოებით, 1,1 - კილომეტრიანი მონაკვეთი რკინა-ბეტონით მოპირკეთდა, მოეწყო ჩამქრობი ჭები, აშენდა საფეხმავლო და საავტომობილო ხიდები. 

„აღნიშნული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, დაახლოებით 370  ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესებასთან ერთად, არხის მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ეზოების დატბორვის საშიშროება აღარ იარსებებს. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. საირიგაციო არხზე შესრულებული  სამუშაოები საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, თამაზ მღებრიშვილმა რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღსანიშნავია, რომ, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 50 პროექტი მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics