|
2024-12-22 12:41:57, 856 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვა - ქვეყნის 5 რეგიონზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ 21 დეკემბრის ღამეს, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 42 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. როგორც BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ Telegram-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, თავდასხმა 5 რეგიონზე მოხდა - 20 დრონი ორიოლის ოლქის ტერიტორიაზე განადგურდა, 8 უპილოტო საფრენი აპარატი - როსტოვისა და ბრიანსკის ოლქების თავზე, 5 - კურსკის ოლქის თავზე და ერთი - კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. მანამდე, ორიოლის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი კლიჩკოვმა განაცხადა, რომ დასახლება სტალნოი-კონზე კვლავ თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც, ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. როსტოვის ოლქში, რეგიონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს ტაგანროგსა და ნოვოშახტინსკთან, სადაც ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)