09:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 11:53:13, 724 ნახვა

სამართალი
შსს-მ მატარებლის დაჯახების შედეგად მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, დიდუბის ავტოსადგურის ტერიტორიაზე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა.  მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცს მატარებლის მემანქანემ გზიდან გადასვლის თაობაზე საყვირით გაფრთხილება მისცა, თუმცა მან სარკინიგზო ხაზზე გადასვლა ვერ მოასწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics