16:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-21 12:39:45, 415 ნახვა

საზოგადოება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, რეგისტრაცია შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია EQAR-ის ოფიციალურ ვებსაიტზეა ხელმისაწვდომი. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცენტრის დირექტორს ან მმართველობაში მყოფ პირს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური როლი მთავრობაში. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს მკაფიო პროცედურები, რომ ასეთი პრაქტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის სააგენტოს დამოუკიდებლობას, მომავალში თავიდან იქნეს არიდებული.

EQAR-ს მიერ 2023 წელს მომზადებულ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გარე შეფასებაში მისი ორგანიზაციული დამოუკიდებლობის გამოწვევად დასახელებულია ცენტრის დირექტორის დანიშვნა განათლების მინისტრის მოადგილედ. საუბარია თამარ მახარაშვილზე, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცენტრის დირექტორიც იყო და მინისტრის მოადგილეც, რაშიც ექსპერტთა ჯგუფმა ინტერესთან კონფლიქტის პოტენციალი დაინახა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics