16:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-11 10:43:25, 368 ნახვა

საზოგადოება
ქვევრის ღვინის მწარმოებელი 12 მარანი ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა

ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში RAW Wine Berlin 2024, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 12 მარანი მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, RAW Wine  ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. 

„RAW Wine Berlin-ზე ქართული ქვევრის ღვინის წარდგენა მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის მწარმოებლების მიერ პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდისთვის. მიმდინარე წელს, ბერლინის გამოფენაზე 19 ქვეყნის 150 ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი იყო წარმოდგენილი, მათ შორის, ისეთი მეღვინეობის ტრადიციებით სახელგანთქმული ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და სხვა.  ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და ვიზიტორების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  2024 წელს, ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები RAW Wine-ის გამოფენებში ნიუ-იორკში, ტოკიოში, პარიზში, კოპენჰაგენში და ლოს-ანჯელესში მონაწილეობდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics