|
2016-03-01 17:29:01, 507 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიელ ხოშაბოსა და დეპარტამენტის მრჩეველს მარსელ კაპის შეხვდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მეცამეტე კონსოლიდირებული ანგარიშისთვის დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა. გრიგოლ გიორგაძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო ის პროექტები, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საჯარო სამართლის იურიდიული პირის-დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქმიანობის შესახებ. შეხვედრის დასასრულს, ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)