16:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 10:32:23, 489 ნახვა

საზოგადოება
CPJ „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე - ჩატარდეს სრული გამოძიება და პასუხისმგებელი პირები სასწრაფოდ დააკავონ

ჩატარდეს სრული გამოძიება და პასუხისმგებელი პირები სასწრაფოდ დააკავონ,- ასე ეხმაურება ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.

CPJ აღნიშნავს, რომ „TV პირველის“ რეპორტიორ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმა, შემაშფოთებელია.

„საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დააკავოს პასუხისმგებელი პირები, რათა ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას წინ უძღოდა „პუბლიკას“ ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზე თავდასხმა“,- წერს CPJ.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს ნიღბიანი პირები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე მათგანი მიღებული დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics