|
2016-02-25 12:50:32, 662 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის/შენგენის სავიზო რეგულაციების შესახებ სპეციალიზირებული ტრეინინგი გაიმართა
თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ ევროკავშირის/შენგენის სავიზო რეგულაციების შესახებ სპეციალიზირებული ტრეინინგი გაიმართა, რომელსაც ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სავიზო საკითხების მთავარი ექსპერტი, კარლ-აუგსტ ლუქსი უძღვებოდა. ტრეინინგს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრებისა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ასევე მიგრაციის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების მსვლელობისას განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა ევროკავშირის/შენგენის ერთიანი სავიზო პოლიტიკის სამართლებრივი ჩარჩო და არსებული პრაქტიკა, სავიზო აპლიკაციების დამუშავების ზოგადი პროცედურები და სავიზო ინფორმაციის სისტემა. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების განხილვას და შენგენის სივრცეში მოგზაურობის დაგეგმვისა და ყოფნის დღეების დასათვლელი ინტრუმენტების (ე.წ. შენგენის კალკულატორი) მიმოხილვას. ტრეინინგის მთავარი მიზანი იყო ე.წ. „ტრენერების“ მომზადება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლების საკითხებზე, რომლებიც შემდგომში ამ ინფორმაციას გადასცემენ საკუთარი ორგანიზიციის პერსონალს და მოსახლეობის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს. მოცემული ღონისძიება წარმოადგენდა ამ მიმართებაში საქართველოს მთავრობის საერთო საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთ კომპონენტს. ტრეინინგი ჩატარდა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა და (ICMPD) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) - ფარგლებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)