|
2016-02-29 18:11:42, 629 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მოლდოვას რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნება
1 მარტს საქართველოში მოლდოვას რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს ოფისი ოფიციალურად გაიხსნება. საზეიმო გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად მოლდოვიდან დელეგაცია ჩამოვა, რომელსაც მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამინისტროს გენერალური მდივანი ანატოლ ვანგელი უხელმძღვანელებს. ანატოლ ვანგელი თბილისში რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. გახსნის ცერემონიას სხვა პირებთან ერთად დაესწრებიან: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, სპორტის მინსიტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვები. მიწვეულ სტუმრებს შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გახსნის ცერემონია 1 მარტს 19:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ -ს ცერემონიათა დიდ დარბაზში გაიმართება, რომელიც ორ ნაწილიანი იქნება. პირველ, ოფიციალურ ნაწილში მოლდოვას და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები დამსწრე საზოგადოებას მიმართავენ, ხოლო მეორე ნაწილი დაეთმობა მოლდოვური ღვინის დეგუსტაციას და ფურშეტს, რომელიც გაფორმებული იქნება მოლდოვური ცეკვების პოპურითა და ცოცხალი მუსიკით. დამსწრე საზოგადოება ასევე იხილავს საიმიჯო კლიპს, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დამზადდა. ცნობისთვის, საქართველოში მოდლოვას საპატიო საკონსულო 2014 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)