|
2024-11-29 13:36:43, 5835 ნახვა
სხვადასხვა
ჟურნალისტ გურამ როგავას სახის ძვლები და კისრის მალა აქვს მოტეხილი
„ფორმულის“ ჟურნალისტ გურამ როგავას აქციაზე ძალადობის გამო მოტეხილი აქვს სახის ძვლები და კისრის მალა. ამის შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა განუცხადა ჟურნალისტებს. როგორც ექიმმა აღნიშნა, რომ მას აქვს სახის ძვლების და კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა. „მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. დაახლოებით, 5 წუთის წინ მქონდა პაციენტთან შეხება. მას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა. კისერი დაფიქსირებულია, ნანახია ყბა-სახის ქირურგის და ნეიროქირურგის მიერ. ამ მომენტისთვის ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს“, - განაცხადა ინგოროყვას ექიმმა. აქციის დაშლის დროს ფორმულას ჟურნალისტი, გურამ როგავა დაშავდა, რომელიც ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. კადრებში ჩანს, რომ მიწაზე დაგდებული ჟურნალისტის სიახლოვეს იმყოფება სავარაუდოდ სპეცრაზმელი, რომელიც შემდეგ გარბის. ფორმულა ცდილობს დაადგინოს, ჩაარტყა თუ არა მას სპეცრაზმელმა. გურამ როგავა ამჟამად სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფება. მას თავი აქვს გატეხილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)