|
2016-02-28 16:57:17, 674 ნახვა
საზოგადოება
„ოქროს საჭე 2015“ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო კონკურსი დასრულდა
კაჭრეთის ”ამბასადორი“ წლის მთავარი საავტომობილო მოვლენის ცენტრი იყო. საქართველოს საავტობილო სპორტის ფედერაციამ და ჟურნალ „ AUTO BUILD საქართველომ“ 2015 წლის საუთესო მრბოლელები და ავტომობილები დააჯილდოეს. წლის საუკეთესო მრბოლელად დათა ქაჯაია დასახელდა. ფორმულა ალფას კლასში გუნდურ ჩათვლაში „ვისოლის“ გუნდმა გაიმარჯვა სანდრო თავართქილაძისა და შაკო ციხელაშვილის შემადგენლობით. ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც დააჯილდოეს. ჟურნალ AUTO BUILD -ის ქართულმა გამოცემამ წლის საუკეთესო ავტომობილები 6 კატეგორიაში გამოავლინა. „ოქროს საჭე 2015“-ის წარმდგენი იყო საავტომობილო ტუნინგის კომპანია „GM ტუნინგი“. „ოქროს საჭე 2015-ის“ ტრადიციული პარტნიორია „ვისოლი“. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ ასევე კომპანია „ჯი-ენერჯი“, „თეგეტა მოტორსი“ და „შელი“. წლის ყველაზე მნიშვნელოვანმა საავტომობილო კონკურსმა ”ოქროს საჭე 2015” საქართველოში უპრეცედენტოდ მასშტაბური სახე მიიღო. რჩეული ავტომობილებისთვის ხმის მიცემის პროცედურა ვებგვერდ WWW.AUTO- ზე მიმდინარეობდა და მასში 40 ათასამდე ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა. „უპირველეს ყოვლისა მინდა მივულოცო „ვისოლის“ გუნდს საქართველოს ჩემპიონობა ფორმულა ალფას კლასის გუნდურ ჩათვლაში. ვულოცავ სხვა გამარჯვებულებსაც. „ვისოლი“ საქართველოს ავტოსპორტის განვითარებისათვის 2012 წლიდან ზრუნავს. რაც შეეხება “ოქროს საჭის” კონკურსს, ჩვენ ღონისძიების ტრადიციული პარტნიორები ვართ და კონკურსში მონაწილე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლესი მოდელებისათვის რეკომენდებული სწორედ უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავია, რომლის რეალიზაციასაც საქართველოში „ვისოლი“ “ეკოს“ პროდუქტების სახით საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის საშუალებით ახდენს. შესაბამისად, “ვისოლი“ მოხარულია იყოს მხარდამჭერი საავტომობილო სივრცეში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებისა“, -განაცხადა „ვისოლ პეტრლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)