02:34 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 21:43:37, 679 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია ხიდაშელზე: ისეთი განცდა დამრჩა, რომ თითქოს ის სხვა ქვეყანაში ცხოვრობს

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელს ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი ფაქტის შეფასების დროს გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს, რომელმაც თქვა, რომ იმ პირებს ვისაც სუს-ი უთვალთვალებს მათზე ასეთი თავდასხმები არ ხდება.

ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მას უკვირს მინისტრის განცხადება და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს თინა ხიდაშელი სხვა ქვეყანაში ცხოვრობს.

''ისეთი განცდა დამრჩა, რომ თითქოს ის სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და სხვა საზოგადოებაში. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს ადამიანი, რომელიც დიდი ხანი ოპოზიციაში იყო და კარგად ახსოვს როგორ გვითვალთვალებდნენ და მან კარგად იცის, თუ როგორ აგრძელებს ივანიშვილის მთავრობა ამ საშინელ ტრადიციას. ეს არის არაგულწრფელი განცხადება, - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics