08:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 13:03:22, 761 ნახვა

სამართალი
კახეთში ავტოავარიას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

კახეთში ავტოავარიას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

"ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, ლაგოდეხის ტერიტორიაზე მიმავალ ავტომობილს, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა, საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომობილი შეეჯახა, სადაც ნასვამ მგომარეობაში მყოფი პირები ისხდნენ.

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი საავდამყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დანარჩენებმა კი, მცირე სახის დაზიანებები მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics