19:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-06 16:02:14, 328 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალებში ნატოს სახმელეთო ძალების დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) დელეგაცია იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დელეგაციის ხელმძღვანელს, ნატოს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ მუსტაფა ოღუზის საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა. 

"გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა ნატოელ გენერალს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ნატოს სახმელეთო სარდლობას (LANDCOM) შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის ძალების მეთაურმა LANDCOM-თან წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარების პროცესში მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. გენერლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. 

საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო ძალების წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრაც გაიმართა. 

ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ნატოს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსმა და დელეგაციის წარმომადგენლებმა კრწანისში მდებარე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრი მოინახულეს და ხელმძღვანელი პირებისგან სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics