|
2024-11-06 12:27:39, 293 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის IV მიკრორაიონში მცხოვრებ პირებს ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ფართები დაუკანონდებათ
ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრებ პირებს ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუკანონდებათ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს 14 პირისთვის შესაბამისი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხი, ხოლო დღევანდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 10 პირის საკითხი. დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნულ პირებს ფართები სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ არსებული საშინაო ვალის სანაცვლოდ უკანონდებათ, რასაც ისინი 1990-იან წლებში, შესაბამისი თანხის გადახდის მიუხედავად, წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.
მისივე განმარტებით, პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად და დარჩენილი პირებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის საკითხი მომდევნო მთავრობის სხდომებზე განიხილება. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მოგვარება 2017 წლის წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა და მის შესასრულებლად თბილისის მთავრობას ძალისხმევა არ დაუშურებია. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სრულად მოგვარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)