|
2016-02-26 17:12:14, 587 ნახვა
საზოგადოება
ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებაში დაინტერესებულმა ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს
ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის განვითარებაში დაინტერესებულმა ინვესტორებმა 2016 წლის 25 თებერვალს დაათვალიერეს პროექტის სამშენებლო და მიმდებარე ტერიტორიები. ინვესტორების წარმომადგენლებს გიდობას უწევდნენ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის,“ სს „ნამახვანის“ და პროექტის ძრითადი დიზაინის ავტორის - „Studio Ing. G Pietrangeli Srl”- წარმომადგენლები. სტუმრებმა დაათვალიერეს ნამახვანის და ტვიშის კაშხლების და ჰესის შენობების განთავსების ტერიტორიები, ასევე სს „ნამახვანის“ მიერ აშენებული ახალი ხიდი სოფ. ჟონეთში, რომელიც მოემსახურება ჰესის მშენებლობის დროს ელექტრომექანიკური მოწყობილობების და მასალების გადატანას. იმავე დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ჩატარდა შეხვედრა, სადაც პოტენციური ინვესტორების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ ნებისმიერი შეკითხვა როგორც ინვესტორთა შერჩევის პროცედურებთან, ისე პროექტის ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ინვესტორებს განმარტებებს აძლევდა სს „ნამახვანის“ წარმომადგენელი, დირექტორი გიორგი ჩაჩიბაია. ყველა დასმული შეკითხვა შესაბამისი პასუხებით უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ელექტრონულად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)