|
2016-02-25 19:12:25, 650 ნახვა
საზოგადოება
თიბისი არტ გალერეა გამოფენას „ჩემი სახლი" მასპინძლობს
თიბისი არტ გალერეაში გამოფენა „ჩემის სახლი" გაიხსნა. ექსპოზიცია სპეციალურად იტალიური საერთაშორისო არტ-პროექტისთვის - Vico Vitri Arte შექმნილი მულტიმედიურიპროექტის გაგრძელებაა, რომელიც 2015 წლის დეკემბერში პიზის პროვინციაში, XII საუკუნის უპიცინიგის კოშკშიგამოიფინა. "ჩემი სახლი" თანამედროვე ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენაზე მამიამალაზონიას, ირაკლი სუთიძის, მარიამ იზორიას, ალექსანდრე მიქაძის, გუგა კოტეტიშვილის, ლევან დადიანის, ბრისმატეის, გერჰარდ შაბელისა და ჰუსეინ ჰაქვერდის ნამუშევრებია წარმოდგენილი. პროექტის დასახელება - "ჩემი სახლი" შემთხვევითი არ არის, რადგან მისი კონცეფცია მთლიანად ქვეყნის, მისიიდენტობისა და კულტურის დემონსტრირებაა. გამოფენა საერთაშორისო დამთვალიერებლისათვის იმ ღირებულებათაგაზიარებას გულისხმობს, რითიც საუკუნეების მანძილზე არსებობს და ვითარდება ქართული კულტურა. პროექტის ავტორი ხელოვნებათმცოდნე, თიბისი არტ გალერეის დირექტორი, ქეთევან კორძახიაა. ცნობისთვის, იტალიაში, ტოსკანის რეგიონში საერთაშორისო არტ-პროექტი -Vico Vitri Arte უკვე 14 წელია ტარდება და მასში მთელი წლისგანმავლობაში იტალიელ მხატვრებთან ერთად მონაწილეობას უცხოელი არტისტები იღებენ. ყოველწლიური Vico Vitri Arte საშობაოდ, დიდი სადღესასწაულო ღონისძიებით გვირგვინდება, წელს სწორედ ამ საზეიმო დახურვაზე ქართულიპროექტი საგანგებოდ იყო მიწვეული. „ჩემი სახლი" იტალიის შემდეგ, უკვე ქართველ დამთვალიერებელს თიბისი არტ გალერეაში 15 მაისამდე ელოდება. (R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)