|
2024-10-20 14:07:24, 416 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში ონკოპაციენტებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ონკოლოგიურ პაციენტებსა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა, მკურნალობის უწყვეტობისა და სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობისთვის აუცილებელ კომპონენტებზე იმსჯელეს. განიხილეს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, მათ შორის საუბარი შეეხო მედიკამენტების დეფიციტების საკითხს. მინისტრის განცხადებით, პაციენტთა ინტერესებისა და მათი ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფოს პრიორიტეტია. შესაბამისად, სამინისტრო, ყველა მხარესთან თანამშრომლობით შეეცდება ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას. "აღსანიშნავია, რომ შეხვედრები, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და ონკოლოგიურ პაციენტებს შორის პერმანენტულად იმართება და თანამშრომლობის ეს ფორმატი სამომავლოდაც აქტიურად გაგრძელდება. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში, გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან და სხვადასხვა მედიკამენტის დეფიციტებთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ. ასევე, იმსჯელებენ აღნიშნული პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის ეფექტურ გზებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე და სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე. ასევე - პაციენტთა ორგანიზაციების „ევროპა დონა საქართველოსა“ და „ჰოუფის წარმომადგენლები",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)