|
2024-10-17 21:35:38, 382 ნახვა
საზოგადოება
ზურაბიშვილი - ტოლერანტობა, რომელიც ქართველებს და ქისტებს გვახასიათებს, არ შეიძლება დაიკარგოს
ეს ისტორია, ეს ტოლერანტობა, რომელიც ქართველებს და ქისტებს გვახასიათებს, ღრმადაა ჩვენი ხალხების ფესვებში გამჯდარი და ეს არ შეიძლება დაიკარგოს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ფილოლოგ მექა ხანგოშვილის წიგნის “ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია” პრეზენტაციის დროს განაცხადა. ზურაბიშვილმა პანკისის ხეობიდან მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ კავკასიელ ხალხთა ურთიერთობა ერთ-ერთი უნიკალურია. “მექა ხანგოშვილის არაჩვეულებრივი, უზარმაზარი წიგნი არის არა მხოლოდ ქისტების ისტორიისა და პანკისის ხეობის შესახებ, არამედ საქართველოს ისტორიისა და იმ ურთიერობების შესახებ, რომელიც ჩვენი და კავკასიელი ხალხის უნიკალურ ურთიერთობებს ახასიათებს, რაც ჯერჯერობით ჯეროვნად შესწავლილი არ არის. ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური რაც გაგვაჩნია, ეს ის ურთიერთობებია, რომლებიც კავკასიელ ხალხთა შორის ჩამოყალიბდა. ეს ისტორია, ეს ტოლერანტობა, რომელიც ქართველებს და ქისტებს ახასიათებთ, დღეს ცოტა გვავიწყდება რაღაცები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაგვიბრუნდება. ეს ღრმადაა ჩვენი ხალხების ფესვებში და ეს არ შეიძლება დაიკარგოს”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)