20:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-17 12:54:03, 360 ნახვა

საზოგადოება
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ

ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

როგორც ქურდოვანიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, "რუსული კანონის" წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით შევა.

"სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გრძელდება. დღეს, 17 ოქტომბერს ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ - რუსულ კანონს და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გავასაჩივრებთ.

რუსული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვას და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება",- განაცხადა ქურდოვანიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics