|
2024-10-17 11:41:03, 306 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ ზუგდიდში დასაქმების ფორუმი გახსნა
ზუგდიდმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმზე 40-ზე მეტმა ადგილობრივმა და ქსელურმა კომპანიამ რეგიონში არსებული აქტიური ვაკანსიები წარმოადგინა საბანკო, საფინანსო, სამომხმარებლო, სამრეწველო, სამედიცინო, რითეილ, სასტუმრო, სარესტორნო და საოფისე სფეროებიდან. ფორუმში, 200- ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. დამსაქმებლებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწორიამ. ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. მიმდინარე წელს, სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, მეშვიდე დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმების მიზანი სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ეკონომიკური გაძლიერება, ბიზნესსექტორსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის კომუნიკაციის გამარტივება და დამსაქმებლებისთვის აქტუალური პრობლემის - კადრების დეფიციტის მოგვარებაა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)